ანანურის ადმინისტრაც. ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მოსახლეობის მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს:
სოფელ ბანცურთკარში მიმდინარეობს მისასვლელი გზის მოხრეშვის სამუშაოები, რომელსაც აწარმოებს შპს “ჟინვალი”.
სოფელ პავლეურსა და სოფელ შალიკიანთკარში, სადაც გარე განათება არასდროს ყოფილა და აღნიშნული ფაქტი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას ღამით მუდმივ პრობლემას უქმნიდა, ამჟამად მიმდინარეობს გარე განათების მოწყობის სამუშაოები და მას შპს „მური“ ახორციელებს.

Visited 78 times, 1 visit(s) today