წვრილფეხა პირუტყვის ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამცხე- ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის“ საორიენტაციო სამოქმედო გეგმის ფარგლებში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაციის საორგანიზაციო საკითხებზე. ასევე განიხილეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ საზაფხულო საძოვრებზე მიგრაციული ცხოველების გადაადგილების ორგანიზებასა და ვაქცინაციის კონტროლზე. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის სამმართველოს უფროსი ზვიად ასანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.