საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად ტალინში, მიკელის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის გამოფენა „მარტოხელა გენიოსის სამყარო“ დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფიროსმანის გამოფენა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და დახმარებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ესტონეთის ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით 22 მარტს გაიხსნა.
წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა მირზაანის მუზეუმის მუდმივ კოლექციას ეკუთვნის და ისინი ერთიან კოლექციად პირველად გამოიფინა საზღვარგარეთ. ფიროსმანის გამოფენა მიკელის მუზეუმში 11 აგვისტომდე იქნება წარმოდგენილი.

Visited 246 times, 1 visit(s) today