სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან-ზვიად მხეიძესთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის 14.2კმ-იანი მონაკვეთის ასფალტირება.
პროექტის სახელშეკრულებო თანხაა- 19 671 177ლარი. სამუშაოების დაწყება-დასრულების ვადებია-20/03/2019-20/09/2020წწ.
სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს “დაგი+”.
სოფ.ლიხეთში მიმდინარეობს სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები. სახელშეკრულებო თანხაა- 27 860ლარი. სამუშაოების დაწყება-დასრულების ვადებია-24/04/2019-12/06/2019წწ. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს “პე-ბე”.
არჩილ ჯაფარიძემ სამუშაოების შესრულებისას ყურადღება პროექტების მასშტაბურობაზე, მათ მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ აუცილებელია სამუშაოები ხარისხიანად და ეფექტურად, ვადების დაცვით შესრულდეს.