ყველა სტუდენტს, მეცნიერს, მკვლევარს და დაინტერესებულ ადამიანს Elsevier-ის ძალიან ძვირადღირებულ სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა ექნება

განათლების რეფორმის ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ბაზას – Elsevier შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება, რომლის ფარგლებში საქართველოში აკრედიტირებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებს Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა შეუფერხებლად ექნებათ.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული დაფინანსებით ქართველ მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს თავიანთი უნივერსიტეტებიდან შეეძლებათ ისარგებლონ ისეთი ბაზების სამეცნიერო რესურსებით, როგორებიცაა: Scopus და Science Direct, Funding Institutional (Scival Funding). მათთვის ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურა და კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი სიახლეები.
Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა ხელს შეუწყობს როგორც ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას, ასევე საქართველოში სამეცნიერო დარგების განვითარებას და ანალიტიკური ინფორმაციის მიღების საფუძველზე, მეცნიერების პოლიტიკისა და მართვის სფეროს გაუმჯობესებას.

Visited 76 times, 1 visit(s) today