ბულაჩაურის საჯარო სკოლაში მეთექვსმეტე ზონალური ტურნირი ჩატარდა სპორტის სხვადასხვა სახეობების გუნდურ, და ინდივიდუალურ მიმართულებებში. ტურნირი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული მეომრების ხსოვნას მიეძღვნა და მის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ბულაჩაურის, აბანოსხევის, ლაფანაანთკარის, ჭოპორტის და საშაბუროს საჯარო სკოლის ოთხმოცამდე მოსწავლემ. შეჯიბრის დასასრულს მონაწილეებს მედლები და დიპლომები გადაეცათ.
Visited 159 times, 1 visit(s) today