რობერტ რედფილდმა რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია დაათვალიერა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი რობერტ რედფილდი, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს ეწვია. ის ადგილზე გაეცნო ერთობლივი თანამშრომლიბის შედეგად განხორციელებულ პროექტებს და ქართველ სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე რობერტ რედფილდმა ყურადღება გაამახვილა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე არამხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მთლიანი რეგიონისთვის. ვიზიტის ფარგლები, CDC-ის დირექტორმა, რობერტ რედფილდმა შეხვედრები გამართა პრემიერ- მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან.

Visited 86 times, 1 visit(s) today