დავით სერგეენკო პარამედიკოსების მოსამზადებელ ჯგუფს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარამედიკოსების მოსამზადებელ ჯგუფს შეხვდა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ ცოდნა გაუზიარა. ქვეყნის პირველმა ექიმმა მომავალ პარამედიკოსებს, მაღალტექნოლოგიური სიმულატორებისა და მულაჟების გამოყენებით, სხვადასხვა მანიპულაცია უჩვენა. მინისტრთან ერთად, მოსამზადებელი ჯგუფის წევრებს საკუთარი გამოცდილება პრაქტიკოსმა პარამედიკოსებმაც გაუზიარეს. ამ დროისთვის, პარამედიკოსების მოსამზადებელ კურსს უკვე მეექვსე ჯგუფი გადის. კურსანტები სწავლების დასრულების შემდეგ გამოცდას ჩააბარებენ. წარმატებული კურსდამთავრებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურებში განაწილდებიან და მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებს შეასრულებენ. პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

Visited 133 times, 1 visit(s) today