ძლიერმა სეტყვამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა დააზარალა

4 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა სეტყვამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა დააზარალა. ადგილობრივების თქმით, სეტყვის ხანგძლივობა ხუთი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა,რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა. ადგილზე ვითარების გასაცნობად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდა, შეხვდა დაზარალებულ მოსახლეობას და მათ პრობლების მოგვარება აღუთქვა.

Visited 144 times, 1 visit(s) today