სამეგრელო-ზემო სვანეთი კორეის ერთ-ერთ რეგიონს დაუმეგობრდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია სამხრეთ კორეის ელჩს კიმ სე ვუნგს და ,,ნენსკრა ჰიდროს” აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე ნენსკრაჰესის პროექტზე და ურთეიერთ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე კორეის ერთ-ერთ რეგიონს, ხოლო ზუგდიდი კორეის ერთ-ერთ ქალაქს დაუმეგობრდება. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები. ხაზი გაესვა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალს და კორეელი ინვესტორების დაინტერესებას რეგიონით. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის ახლადარჩეული მერი გიორგი შენგელია და კორეის საელჩოს კულტურის ატაშე ესწრებოდნენ.

Visited 130 times, 1 visit(s) today