აზერბაიჯანულმა თეატრმა ,,ერა” ბოლნისში სპექტაკლი ,,ამ გზის ბოლო გაჩერება” გამართა

ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე ახალგაზრდულმა აზერბაიჯანულმა თეატრმა “ერა” ქართულენოვანი სპექტაკლი ,,ამ გზის ბოლო გაჩერება” გამართა. დასმა მაყურებლებს შემეცნებითი სპექტაკლი შესთავაზა. საათნახევრიანი წარმოდგენა აქტუალურ თემას, ნარკომანიასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

Visited 135 times, 1 visit(s) today