ბოლნისში, თბილისის მერიის ბიგ-ბენდისა და ანსამბლ ,,ქართულ ხმების“ კონცერტი გაიმართა

“საბაობა 2019“-ის ფარგლებში ბოლნისში თბილისის მერიის ბიგ-ბენდისა და ანსამბლ “ქართულ ხმების“ კონცერტი გაიმართა
სულხან-საბა ორბელიანის 361-ე იუბილესთან დაკავშირებით, 22 ივნისს ბოლნისის კულტურის სახლში თბილისის მერიის ბიგ-ბენდისა და ანსამბლ “ქართულ ხმების“ კონცერტი ჩატარდა. მუსიკოსები ბოლნისს პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში სტუმრობდნენ. ბიგ-ბენდის სოლისტებმა მაია ბარათაშვილმა, მარიკო ებრალიძემ, ნესტან ჯიბლაძემ, ნინი გველესიანმა, ზაურ შავგულიძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, ვასილ დოლიძემ, თემო საჯაიამ და“ქართულმა ხმებმა“ ბოლნისელ მსმენელენს ქართული ფოლკლორული, ქალაქური სიმღერები, ქართული საესტრადო და მსოფლიო ჰიტები შესთავაზეს. არტისტებმა მაყურებლისგან დიდი ოვაციები დაიმსახურეს. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად დაესწრო.

Visited 97 times, 1 visit(s) today