არჩილ ჯაფარიძემ სამსახურებრივი თათბირი გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ სამსახურებრივი თათბირი გამართა, რომელსაც რწმუნებულის მოადგილეები და სამხარეო ადმინისტრაციაში შემავალი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. თათბირის მიმდინარეობისას რწმუნებულმა მოისმინა დეტალური ინფორმაციები მიმდინარე პროცესებისა და სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და გაეცნო სამსახურის უფროსების მიერ წარმოდგენილ საქმიანობის ანგარიშს. არჩილ ჯაფარიძის დავალებით, ადმინისტრაციის სამუშაო ჯგუფები გააგრძელებენ მუნიციპალიტეტებში პერიოდულ მონიტორინგს და არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან პრობლემურ საკითხებზე დროულად რეაგირების მიზნით. თათბირზე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა სამუშაოების შესრულების ხარისხისა და ვადების კონტროლზე. მანვე აღნიშნა, რომ რეგიონის წარმატება თითოეული თანამშრომლის აქტიურ მუშაობასა და მხარეში მიმდინარე პროცესებში მაქსიმალურ ჩართულობაზეა დამოკიდებული.

Visited 64 times, 1 visit(s) today