იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ პროექტებთან ერთად. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, კანონის ძირითადი მუხლების ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 ნოემბერი (ნაცვლად1 ივლისისა). კომიტეტმა 12 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი და გოგა გულორდავა.