სოფელ ტეზერში ამბულატორიის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში ამბულატორიის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესებს ადგილზე აკვირდებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი და მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი. მათი განმარტებით, ამბულატორიის მოწყობა მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ჯამური ღირებულება 45 595 ლარს შეადგენს, სამუშაოები კი აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

Visited 95 times, 1 visit(s) today