სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესი სრულდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესი სრულდება. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, ამიტომ პროექტი სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე აკვირდებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი.
მათი განმარტებით, სახლს-მუზეუმის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მილიონამდე ლარს ითვლის.
ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ლიტერატორის და მთარგმნელის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ზაფხულის ბოლოსთვის შეძლებს დამთვალიერებლის მიღებას.

Visited 119 times, 1 visit(s) today