დაბა სურამში, 9 აპრილის ქუჩაზე, კიბის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, 9 აპრილის ქუჩაზე, კიბის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 15 635 ლარი გამოიყო. მნიშვნელოვანია, რომ ივლისის ბოლოსთვის, პროექტის განხორციელების შემდეგ, მაცხოვრებლები, აღნიშნულ ტერიტორიაზე, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეძლებენ.

Visited 157 times, 1 visit(s) today