სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კახეთში, სოფელ ხაშმში სასტუმროს – „შატო ხაშმი“ ოფიციალურად გახსნეს. 11 ნომრიანი სასტუმრო, რომელშიც ქართული ტრადიციული კერძების რესტორანია განთავსებული, მიმზიდველი ლოკაცია იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის. ასევე, ნებისმიერ ადგილობრივ დამსვენებელსა თუ ტურისტს საშუალება ექნება სასტუმროში არსებულ მარანში, გაეცნოს ღვინის დაწურვის ტრადიციას და დააგემოვნოს ქართული ღვინო. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასტუმროს გახსნა ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობირივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.
შპს „შატო ხაშმი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 1 650 000 ლარს შეადგენს. პროექტის შედეგად, შეიქმნა 20 სამუშაო ადგილი.