პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას დაეთმო. არჩილ თალაკვაძემ და ფატმა ჯერენ იაზგანმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-გარემოსა და საქართველოში თურქული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.შეხვედრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები იყო.
თურქეთის ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა.
პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა
![](https://www.prof-news.com/wp-content/uploads/5792ca8e4fb9c089bc800685734f57a5_122462.jpg)
29/07/2019