სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს, ეკატერინე გალდავას და კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ მენეჯერს, ბესიკ ფილაურს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში წყალმომარაგებისა და წყალარინების კუთხით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, მათ შორის ქალაქ ვალეში, აბასთუმანსა და დაბა ადიგენში წყლის სისტემების მშენებლობაზე, რომლის სამუშაოებს კომპანია აქტიურად ახორციელებს.
მხარეებმა წაღვერში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში წყალმომარაგების კუთხით არსებული გამოწვევებიც განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს
Visited 180 times, 1 visit(s) today