ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კონტრაქტორი კომპანიების წამომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კონტრაქტორი კომპანიების წამომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, სამშენებლო, საპროექტო კომპანიებისა და საზედამხედველო მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები.
შეხვედრა ინტერაქტიული იყო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შორის, კითხვა – პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა მოსაზრებების გაცვლა პროექტების შეუფერხებლად განხორციელებასთან დაკავშირებით.
მსგავსი ტიპის შეხვედრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის, ღია დიალოგის ფორმატში, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში მიმდინარე პროექტების გეგმა-გრაფიკის სრული დაცვით განხორციელებას.
შეხვედრის დროს, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია კახეთის რეგიონში, დღეის მდგომარეობით, მიმდინარე ტენდერების შესახებ, რათა მოხდეს კომპანიების მიერ სატენდერო პროცესებში მონაწილეობის მიღება.
სხვა მიმდინარე პროექტების განხილვის პარალელურად, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად დაწყების მიზნით, აქცენტები გაკეთდა სკოლების მცირე სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად შესრულებასთან დაკავშირებით.

Visited 79 times, 1 visit(s) today