სოფელ ზვარეთსა და სამტრედოში მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობა მიმდინარეობს

ბოლნისის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი სოფელ ზვარეთსა და სამტრედოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.სოფლებში მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ზვარეთში შენობის გადახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება. სამტრედოში კი ობიექტი ფაქტობრივად დასრულებულია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

Visited 81 times, 1 visit(s) today