ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად პირადად გაეცნო. პროექტის ღირებულება 59 624 ლარია. სამუშაოები “ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში სახელმწიფოსგან მიღებული სახსრებით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ამბულატორია წრომისა და მიმდებარე სოფლების 500-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება.
Visited 68 times, 1 visit(s) today