სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ჯავახეთის მოსახლეობას „ახალქალაქობა“ მიულოცა. ღონისძიებას რწმუნებულთან ერთად ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ და ახალქალაქელებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს.
„ახალქალაქობა“ ახალქალაქის ცენტრალურ პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფეროვანი და კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გასართობი სივრცეები ბავშვებისათვის, ასევე ფოლკლორული კონცერტი. სახალხო დღესასწაული ფერების ფესტივალით დასრულდა.
Visited 85 times, 1 visit(s) today