წელს 11 საჯარო სკოლაში განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მომავალ წელსაც გაგრძელდება

ახალი სასწავლო წლის დაწყება დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნიკო მარის სახელობის #1 საჯარო სკოლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აკაკი შენგელიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა მიულოცეს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, სკოლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა:
„წელს 11 საჯარო სკოლაში განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მომავალ წელსაც გაგრძელდება.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 72 პირველკლასელს სასკოლო ჩანთები და საკანცელარიო ნივთები გადასცა. მომავალ თაობაზე ზრუნვა, ხელისუფლებისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისთვის, კვლავ პრიორიტეტად რჩება“.

Visited 118 times, 1 visit(s) today