ყინწვისი – გვერძინეთი – ტყემლოვანის საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი – გვერძინეთი – ტყემლოვანის საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ხიმინჯებისა და გაბიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფ. ყინწვისის მიდამოებში იწყება და გვერძინეთის გავლით გრძელდება სოფ. ტყემლოვანამდე. აღნიშნული გზა, მდ. ძამას ხეობაში არსებული ეკლესია-მონასტრისათვის ერთადერთი მისასვლელი გზაა.
პროექტის ღირებულება 14 489 880 ლარია.

Visited 201 times, 1 visit(s) today