ხაშურში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოხუმის დაცემის 26 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ ბარბაქაძემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. მთავრობის განკარგულებით, ამ დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალური დროშები დაშვებულია.

Visited 146 times, 1 visit(s) today