ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი. მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ცერცვაძემ სხდომაზე წარმოადგინა ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სფეროში განხორციელებული მუნიციპალური პროგრამების გენდერული ანალიზი. აღინიშნა, რომ იმ 1600-ზე მეტი ბენეფიციარიდან, რომელსაც პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დახმარება გაეწია, 60% ქალია.
მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა ჩართულობისა და შემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფისთვის დახარჯული ბიუჯეტის ანალიზი წარმოადგინა მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენელმა ხათუნა ელისაშვილმა. მუნიციპალიტეტის შემოქმედებით და კულტურულ ცხოვრებაში ქალთა წვლილი აღსანიშნავი და დაფასებულია, – აღნიშნა მან.
გენდერული საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში ცვლილება შევიდა – მას ახალი წევრი, სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ლელა კაპანაძე დაემატა. ლელა კაპანაძემ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ქალებს და ბავშვებს აქვთ. საბჭოზევე დაისახა იმ ხარვეზების გამოსწორების გზები, რაც ჩორჩანაში მცხოვრებ ბავშვებს მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებას უზრუნველყოფს.

Visited 64 times, 1 visit(s) today