ქუთაისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში დარგვის აქცია გაიმართა. ჭავჭავაძის გამზირზე 80-მდე ფოთლოვანი სახეობის – იფანის ნერგი ქუთაისის მერმა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად დარგო. აქციას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მოსახელობაც შეუერთდა, რომლებიც ახალგაშენებული ნერგების მოვლა-პატრონობაზე თავად იზრუნებენ. აქცია ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანიც საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და სოციალური პასიხისმგებლობის ამაღლებაა. ქუთაისის მერის თქმით, მსგავსი აქტივობები ადგილობრივ თვითმართველობას ქალაქის სხვა უბნებშიც აქვს დაგეგმილი.
ქუთაისში ნერგების დარგვის აქცია გაიმართა
16/12/2019