გოგი მეშველიანი ბოლნისელი დებიუტანტი მწერლის წიგნის პრეზენტაციას დაესწრო

გოგი მეშველიანი მეუღლესთან ერთად ბოლნისელი დებიუტანტი მწერლის თეა(თეკლა) გეთიაშვილის წიგნის პრეზენტაციას დაესწრო. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროფესიით იურისტისა და ამავე დროს, დებიუტანტი მწერლის ბოლნისელი თეა (თეკლა) გეთიაშვილის წიგნის „სულში ამოსული მზე“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის რედაქტორიც გიორგი კეკელიძე გახლავთ.

„დღეს განსაკუთრებული მოვლენაა, ჩვენმა მეგობარმა, თეკლა გეთიაშვილმა გამოსცა რომანი „სულში ამოსული მზე“ ეს მისი დებიუტია ქართულ ლიტერატურულ სივრცეში და მინდა წარმატებები ვუსურვო. ის არაჩვეულებრივი, ძალიან ნათელი სულის ადამიანია, რომელთან ურთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებულია. ვუსურვებ უამრავ წარმატებას, როგორც საზოგადოებრივ ისე პირად ცხოვრებაში“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

„სულში ამოსული მზე“- ეს არის ავტორის პირველი პროზაული ნაწარმოები, მან წერა ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში დაიწყო. მისი შემოქმედება აქამდე პოეზიას ემსახურებოდა, თუმცა კრებულის გამოცემაზე არ უფიქრია. შემდეგ წლებთან ერთად სათქმელი დაგროვდა, პოეზიამ ვერ დაიტია და ზუსტად ერთი წლის წინ ბედი პროზაში სცადა, როგორც თითონ ამბობს: – „წიგნის შექმნის იდეა ერთი წლის წინ დაიბადა, კაბინეტში ვიჯექი მარტო, ინსტინქტურად გავხსენი ლეპტოპი და რაღაც თავისთავად წამოვიდა, კომპიუტერთან თითქოს მხოლოდ მუშაობდა თითები, რადგან გააზრებასაც ვერ ვასწრებდი, თავისთავად მოდიოდა აზრები.“

„ეს არის რომანი ადამიანებზე, მათ ჩვეულებრივ ყოვედღიურობაზე, რომელსაც სხვაგვარად დაკვირვებული თვალი არაჩვეულებრივად აქცევს. ავტორის მსუბუქად თხრობის უნარი, დიალოგების შესანიშნავად აწყობის ტექნიკა, სათქმელის ზუსტი მორგების ნიჭი, ენობრივი ცვალებადობა, მოქმედების ველის თანამედროვეობა, ტექსტს ახლობელს და იოლად აღსაქმელს ხდის,“ – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

Visited 350 times, 1 visit(s) today