ივანე მაჭავარიანმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს. აპრილში, სსფ-ის შემფასებელი მისიის ვიზიტის წინ, მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობა, გასული და მიმდინარე წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ პოზიტიურად შეაფასა გასული წელი, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდით, არამედ სხვა ფისკალური პარამეტრების გადაჭარბებით შესრულების კუთხით, როგორიცაა: ბიუჯეტის შესრულება, ფინანსური რესურსის ათვისების მაღალი მაჩვენებელი კაპიტალური მიმართულებით, მიმდინარე ხარჯების კონტროლი და სხვა. ასევე, დადებითად შეფასდა საჯარო ფინანსების მართვის კუთხით მიმდინარე რეფორმები. როგორც აღინიშნა, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამა წარმატებით სრულდება და არსებობს მაღალი მოლოდინი იმისა, რომ აპრილში, სსფ-ის შემფასებელი მისიის შეფასება, ასევე იქნება წარმატებული.

Visited 61 times, 1 visit(s) today