ქუთაისში 18-19 თებერვალს თაბუკაშვილის ქუჩიდან გამსახურდიას ქუჩამდე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქ. ქუთაისში, 18 და 19 თებერვალს, ნიკეას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის დამაკავშირებლი 2.7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, რ.თაბუკაშვილის ქუჩიდან კ.გამსახურდიას ქუჩამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

Visited 75 times, 1 visit(s) today