პარლამენტის წევრები კენჭს უყრიან „თეა ჭეიშვილის საპროკურორო საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილავს პარლამენტი“, – აღნიშნულის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მიმდინარე კვირის დღის წესრიგით გათვალისწინებულ განსახილველ საკითხებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტების მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში დაემატა. პარლამენტის წევრები კენჭს უყრიან „თეა ჭეიშვილის საპროკურორო საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს. ასევე, კენჭს უყრიან „საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის დაბრუნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს. ბიუროს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა წარედგინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში ფრაქციის კუთვნილი კვოტით პარლამენტის წევრის, არჩილ ხაბაძის წარდგენის შესახებ.

Visited 46 times, 1 visit(s) today