​პრეზიდენტმა დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება პოლიტიკურ პარტიებს შორის გუშინ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას და პირადად უხდის მადლობას საერთაშორისო თანამეგობრობასა და იმ ელჩებს, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს და დიდი წვლილი შეიტანეს შეთანხმების მიღწევაში. ასევე ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მონაწილეობდა ამ დისკუსიებში.

“გუშინ მიღწეული შეთანხმება საზოგადოების, ქვეყნისა და დემოკრატიისათვის წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ყველასთვის სასიხარულოა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელოში ჟურნალისტებთან საუბრისას.

Visited 87 times, 1 visit(s) today