გოგი მეშველიანმა ბოლნისში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ რატევანში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, პროცესს ადგილზე ბოლნისის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში 1 550 გრძივ მეტრზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება და გვერდული სანიაღვრეები მოეწყობა. 767 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Visited 78 times, 1 visit(s) today