მეჯვრისხევში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა დაათვალიერეს. სკოლის მშებელობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორცელებს, რაზეც 2,5 მლნ. ლარია განსაზღვრული. საჯარო სკოლა150 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში შენობის გარდა, მოეწყობა ეზო და სპორტული მოედანი. ახალი ინფრასტრუქტურით სარგებლობას სკოლის მოსწალეები სექტემბრიდან შეძლებენ.

Visited 52 times, 1 visit(s) today