სოფელ ბენარასთან მდებარე ორ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე 3 300 ძირი მესხური ვაზის ჯიში დაირგო

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარასთან მდებარე ორ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე 3 300 ძირი მესხური ვაზის ჯიში დაირგო
სოფელ უდის ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა გრიგოლი, ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აშენებს ვენახს, რვა სახეობის მესხურ ჯიშს: მესხური მწვანე, ჩიტის თვალა, ხარისთვალა, კლერტმაგარა, ცხენის ძუძუ, თამარის ვაზი, შავი ასპინძურა და ხიხვი. ვაზის დარგვის პორცესში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და კლუბ „ტაოს“ მორაგბეები.

Visited 93 times, 1 visit(s) today