ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში აბარში და ჟოშხაში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან და მერის პირველ მოადგილესთან გიორგი დონაძესთან ერთად გაეცნო. მიმდინარეობს სოფელ აბარის წყლის რეაბილიტაცია. შემსრულებელი შპს” ჯორჯიან პლასტიკი”. პროექტის ღირებულება 148 512 ლარს შეადგენს. მიმდინარეობს სოფელ ჟოშხაში წყალსადენის მთავარი მაგისტრალის შეცვლა. შემსრულებელი შპს” ჯითი ჰოლდინგი”, პროექტის ღირებულება 248 737 ლარი. არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება.