ბესიკ ამირანაშვილმა, ბორჯომის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა,მოადგილესთან შოთა როსტიაშვილთან და ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ზაალიშვილთან ერთად ახლადრეაბილიტირებული ბორჯომის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი დაათვალიერა, რომელსაც 50 წელია სარემონტო საუშაოები არ ჩასტარებია. ბორჯომის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში: შეიცვალა იატაკი, ჭერი და კარ-ფანჯრები; გაკეთდა კიბეები და ლითონის მოაჯირები;შეიცვალა სახურავი და განახლდა გარე ფასადი;მოწესრიგდა გათბობის სისტემა; მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა; ასევე მოეწყო შიდა და გარე წყალ-კანალიზაციის ქსელი. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში იფუნქციონირებს 7 წრე: ტიხრული მინანქრის, გრაფიკისა და ფერწერის,ხეზე კვეთის, ხელნაკეთი თოჯინების და გობელენის შემსწავლელი წრეები,ასევე ვოკალური სტუდია და საბავშვო თეატრი. შიდა სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვა. ბორჯომის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაციისთვის 400 562 ლარი დაიხარჯა. რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსებით განხორციელდა.

Visited 75 times, 1 visit(s) today