გიორგი სახოკიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი სახოკიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებთან და მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას გაეცნო. შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქალაქ ლანჩხუთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები გააგრძელებენ სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალრეაბილიტირებულ სკოლაში, რომელიც 600 ბავშვზეა გათვლილი. გიორგი სახოკიამ, ასევე, მოინახულა ის ტერიტორია, სადაც პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს. კოლეჯ “ჰორიზონტის“ ლანჩხუთის ფილიალში ერთდროულად სხვადასხვა პროფესიის დაუფლება 150 სტუდენტს შეეძლება.

Visited 29 times, 1 visit(s) today