ქვემოჭალის საბავშო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვემოჭალაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ორსართულიანი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს და ღირებულება 200 000 ლარზე მეტს შეადგენს. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ცენტრალური გათბობის მოწყობა, გარე და შიდა ინტერიერის რეაბილიტაცია, ეზოს მოწყობა. სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღრეიშვილი რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და კასპის მერთან ვახტანგ მაისურაძესთან ერთად გაეცნო. რწმუნებულის თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი პატარები და აღმზრდელები გაუმჯობესებულ პირობებში გააგრძელებენ საქმიანობას.

Visited 74 times, 1 visit(s) today