გიორგი სახოკიამ კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ დღეს კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად განიხილა ეპიდვითარება რეგიონში. შეხვედრაზე იმსჯელეს იმ მექანიზმების შესახებ, რომლის გამოყენებაც ხდება რეგიონში ინფიცირებულთა რიცხვის შესამცირებლად, კერძოდ, პრობლემურ სოფლებში ტარდება თერმოსკრინინგი და მოსახლეობის მასობრივი ტესტირება. აღსანიშნავია, რომ სოფელ შრომაში, რომელიც იყო ერთ-ერთი ცხელი წერტილი, გუშინდელი ტესტირების შედეგად არცერთი კოვიდდადებითი პაციენტი არ გამოვლენილა. საერთო ჯამში, რეგიონში ამ ეტაპზე 246 დაინფიცირებული პაციენტია, 507 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე გურიაში ღონისძიებების გამკაცრება არ განიხილება.

Visited 26 times, 1 visit(s) today