პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კომისიამ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ქუთაისში ჩატარებულ პირველ სხდომაზე იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია. წინადადებები იმერეთის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს, შერჩეული არეალების განვითარებისთვის შესაბამისი პროექტების/ესკიზების შემუშავება კი უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ. კომისიის მიერ შერჩეული არეალებია.

საჩხერე – ქალაქის ცენტრალური ნაწილი (მუხრან მაჭავარიანის ქუჩა და სხვა);
ქუთაისის წყალტუბოს და ვანის ურბანული განახლების დოკუმენტაცია/პროექტები;
ჭიათურა – ქალაქის ცენტრალური ნაწილი (9 აპრილის ქუჩა და სხვა);
თერჯოლა – ქალაქის ცენტრალური უბანი (რუსთაველის ქუჩა);
ქუთაისი – ფალიაშვილის ქუჩა და ცენტრალური ბულვარი;
ბაღდათი – აკაკი წერეთლის და ვაჟა-ფშაველას ქუჩები;
სამტრედია – თამარ მეფის ქუჩა და მიმდებარე სკვერი;
ვანი – თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩები;
ხონი – ჭანტურიას და მოსე ხონელის ქუჩები;
ზესტაფონი – დავით აღმაშენებლის ქუჩა;
ტყიბული – კოსტავას და გამსახურდიას ქუჩები;
წყალტუბო – გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა;
ხარაგაული – სოლომონ მეფის ქუჩა.

კომისიის პირველ სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

Visited 45 times, 1 visit(s) today