საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და განაცხადს, რომელსაც ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. ანჟეი დუდამ დაადასტურა, რომ პოლონეთი საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს.
Visited 58 times, 1 visit(s) today