ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში საყოველთაო იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში საყოველთაო იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
მსურველებს კოვიდსაწინააღმდეგო აცრები ადგილობრივ კლინიკებში უტარდებათ, აცრები ასევე, იგეგმება ადმინისტრაციულ ერთეულებშიც. აღსანიშნავია, რომ რეგიონის ოთხი მუნიციპალიტეტის სოფლებში უკვე მიმდინარეობს ვაქცინაციები. პროცესში ჩართულები არიან თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბრიგადებიც. იმუნიზაციის მიმდინარეობას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი გაეცნო. „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ერთადერთი ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ვაქცინაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და დინამიკა მზარდია.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონული პორტალის – https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში. გააქტიურებულია 15 22-ის და 144 – 3-ის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის საშუალება აქვთ.

Visited 82 times, 1 visit(s) today