სოფელ არხილოსკალოში გადასახედი მოაწყო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვით ცენტრთან (REC Caucasus) თანამშრომლობით და ევროავშირის დახმარებით სოფელ არხილოსკალოში გადასახედი მოაწყო. არხილოსკალოს გადასახედი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა დაათვალიერეს. პროექტი ბიოსფერული რეზერვატის ფარგლებში, ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა.

Visited 135 times, 1 visit(s) today