სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ გადაეცათ, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 56-ვე ოჯახმა ფართები მუნიციპალიტეტისგან სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად შეისყიდა.

„ჩვენ ამ პროგრამას ვაგრძელებთ. ეს 2017 წლის ჩემი საარჩევნო დაპირება იყო და საკმაოდ წარმატებული პროგრამაა. უკვე 2000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. დაახლოებით, სამასი მილიონის ქონება არის გადაცემული ამ ადამიანებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა მოუწოდა მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქეებს, მიმართონ თავისი რაიონის გამგეობას, სადაც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საცხოვრებელი ფართის დაკანონებისთვის საჭირო დოკუმენტებისა და პროცედურების შესახებ. კახა კალაძემ ამ ოჯახებს პრობლემის მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის ღონისძიებას რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე ესწრებოდნენ.

Visited 23 times, 1 visit(s) today