თიანეთის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ თიანეთის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაასრულა. ალოტში, ველებში, ჩეკურაანთგორში, მელიასხევში, თოლენჯში, სიმონიანთხევში, ცალუღელაანთკარში, გორანაში, ხევსურთსოფელში, დევენაანთხევსა და საყდრიონში პროექტის ფარგლებში აშენდება 75 744 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1049 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. პროექტის ღირებულებამ 2 320 726 ლარი შეადგინა. თიანეთის მუნიციპალიტეტში, მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, აშენდა მკვებავი გაზსადენი და გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა 14 დასახლებულ პუნქტში, რაც 1278 აბონენტს მოიცავს.

Visited 81 times, 1 visit(s) today