ლევან დავითაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს შეხვდა.
საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო

„აწარმოე საქართველოში“ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით მასპინძლობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, კონსულტანტებს ჰქონდათ შესაძლებლობა პირადად შეხვედროდნენ და მოენახულებინათ წარმატებული პროექტები საქართველოში, რომელიც საერთაშორისო კომპანიების მიერ ხორციელდება.

„ასევე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, უშუალოდ ჩვენგან მოესმინათ იმ პრიორიტეტების შესახებ, რომელიც ეკონომიკური განვითარების კუთხით გვაქვს. მათ შორის იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც საქართველოში საინვესტიციო კუთხით არსებობს. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტების ვიზიტი იქნება პოზიტიური, გავრცელდება როგორც ამერიკის, ევროპის, აზიის ქვეყნებში და ჩვენ ძალიან ბევრ ინვესტორს მოვიზიდავთ, რომელიც უშუალოდ ამ კონსულტანტებისგან მოისმენენ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ“, – აღნიშნა მინისტრმა.

საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტის ლორენ მოსის შეფასებით, საქართველოში ინვესტიციებისთვის უზარმაზარი პოტენციალია და ეს არის საუკეთესო ადგილი მსოფლიოში.

„საქართველოში პირველად ვიმყოფები და ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივებში გარკვევაა. მინდა გითხრათ, რომ გაოცებული ვარ – ეს არის საუკეთესო ადგილი მსოფლიოში, ეს არის იდეალური კარიბჭე ცენტრალურ ევროპასა და აზიას შორის“, – აღნიშნა ლორენმა მოსმა.

აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან საქართველოში მყოფი 13 საინვესტიციო კონსულტანტი რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან. ტურის მიზანია საიტის ლოკატორებისა და მათი კლიენტებისთვის საქართველოს საინვესტიციო ღირებულებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

Visited 58 times, 1 visit(s) today