კახეთი პოლონურ – ქართულ საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს

ქ. თელავში, სასტუმროში “ზუზუმბო რეზორტი & სპა” პოლონურ-ქართული საინვესტიციო ფორუმი იმართება. ფორუმი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა გახსნეს. ფორუმის ფარგლებში კახეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონების, ასევე ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა წარადგინეს პრეზენტაციები რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების საინვესტიციო შესაძლებლობებზე და პერსპექტივებზე. ️ფორუმის მსვლელობის პარალელურად, მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც თითოეული რეგიონის ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა გაიმართა. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ანსამბლმა “წინანდალი”.

Visited 58 times, 1 visit(s) today